საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.

„ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფა ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ ვგლოვობთ დაკარგულ სიცოცხლეს და ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. ამ რთულ დროს საქართველო ყაზახი ხალხის გვერდით დგას“, – ნათქვამია საქართველო პრეზიდენტის განცხადებაში.

ავიაკომპანია „ბეკ ეარის“ თვითმფრინავი ალმათის აეროპორტიდან აფრენის დროს შენობას შეეჯახა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. 66 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ყაზახეთის პრეზიდენტმა 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები