საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში, რამაც ბიძგი უნდა მისცეს სერბეთსა და საქართველოს შორის, სხვადასხვა სექტორულ სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გააქტიურებას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სერბეთი ოფიციალურად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვანია, რომ სერბეთის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ეს პოზიცია სწორად იქნას აღქმული და გაზიარებული საზოგადოების ყველა ფენისა და ორგანიზაციის- საზოგადოებრივი, თუ რელიგიური ორგანიზაციების მიერ, რათა გამოირიცხოს იმგვარი პრეცენდენტები, როცა ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები ე.წ. ოფიციალური შეხვედრების გამართვას ცდილობენ მათ ტერიტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სწორედ ამ თემებზე შედგა დიალოგი საქართველოს პრეზიდენტსა და სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

,,მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები აბსოლუტურ თანხვედრაშია, ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, სერბეთის პარლამენტის სპიკერმა დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის პოზიციის შეუვალობაში იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები