საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფხაზური ენის დღე თანამოქალაქეებს ქართულ და აფხაზურ ენაზე მიულოცა.

„აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს.  აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია.

აფხაზური ენა აფხაზური თვითმყოფადობისა და კულტურის საფუძველია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული.

მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა კი, სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვალეობაა.

მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ – მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე საუბარს“,- ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები