საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მიიღო

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრობლემატიკა ეუთოს დღის წესრიგში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ეუთოს სხვადასხვა მისიებში საქართველოს ჩართულობისათვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტომას გრემინგერმა განაცხადა, ვიზიტის შედეგად იგი კარგად გაეცნო იმ სირთულეებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.

„ჩამოვედი, რათა აღმოვაჩინო საქართველოს – ეუთოს ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების, გაძლიერებისა და გაფართოების შესაძლებლობები“, – განმარტა გრემინგერმა.

ეუთოს გენერალური მდივანი თბილისს გვიან ღამით ეწვია. ამ რანგში საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები