საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ცვეტა კარაიანჩევა მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ცვეტა კარაიანჩევა მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და რუსეთის აგრესიული ქმედებები განიხილეს.
როგორც ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მხარეებმა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებსა და ორივე ქვეყნის განვითარების საქმეში შავი ზღვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა

ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს შეხვდა.
