საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ თვეში კომისიამ სულ 1 604 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

“226 პირია შეწყალებული, მათ შორის 13 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 141 ადამიანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთა შორის ერთს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მან 18 წელი მოიხადა და რამდენიმე წელში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას,”- განაცხადა ზვაიდ ქორიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები