საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

“პრეზიდენტის პოზიცია იყო თავიდანვე, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველასი, თუმცა სამწუხაროდ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ შექმნილიყო თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიულ წეს-წყობილებაზე”.
მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით ანა დოლიძემ თქვა, რომ პრეზიდენტი მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც საბოლოო რედაქცია გადაიგზავნება მათ ადმინისტრაციაში.
დღეს, 26 სექტემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის მიღებას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“შეგვიძლია, ერთად ვიამაყოთ, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა”

კანონი პარლამენტს მიღებული აქვს, არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, რომ გადავიფიქროთ, სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ-ირაკლი კობახიძე
