„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა
„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროქტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის მთავარი არის ის, რომ ის თანხმობის დოკუმენტი არ არის. ამავე დროს პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ, ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს.
ამავე დროს, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანნსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.
თუმცა, ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გავლის შემდეგ“, – განაცხადა ანა დოლიძე
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება”
