საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი ასეთი შეხვედრა მარგველშვილმა თელავში გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მარგველაშვილმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე და ამ როლის განხორციელებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, პროფესიული განათლების ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე. ამ ურთიერთობის პროცესში კი გასათვალისწინებელია დიალოგის აუცილებლობა დამსაქმებლებსა და პროფესიული განათლების წარმომადგენლებს შორის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ამ სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.
მსგავსი სიახლეები

“ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში”

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროებში შეგვიძლია თანამშრომლობა“-ანგელა მერკელი
