საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კამპანიის – “რესპუბლიკის 100 წელი – დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ” ფარგლებში ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კამპანიის – “რესპუბლიკის 100 წელი – დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ” ფარგლებში ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კამპანიის – “რესპუბლიკის 100 წელი – დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ” ფარგლებში ეწვია.
როგორც „კვირას“ ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა, სტუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებსა და დამოუკიდებლობის წლებში მიღებულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ჩართვისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქართველმა ერმა ერთად უნდა იფიქროს იმ ასწლეულზე რომელიც გაიარა და სწორედ ამ ჭრილში გაიაზროს ხვალინდელი დღეც, თუ რა არის გასაკეთებელი და რის შექმნას აპირებს.
„საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღნიშვნა თავის კულმინაციას მიაღწევს 26 მაისს, როდესაც ჩვენ, მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენს არაერთ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ერთად, ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მნიშვნელოვანია, როგორ შევქმნით ამ ერთ კვირას და გავატარებთ ამ ერთ კვირას, რა აქცენტებს გავაკეთებთ, რა გზავნილს გადავცემთ მსოფლიო საზოგადოებას და ჩვენს მომავალს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საიუბილეო თარიღის აღნიშვნა დღეიდან დაიწყო და მიმდინარე კვირაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. „მნიშვნელოვანი კვირა დაიწყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში… პირველი, რითაც დაიწყო ეს კვირა – დღეს, სულ რამდენიმე საათის წინ, არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დავაჯილდოვე ღირსების ორდენით. ტრაგიკული მოგონებებით დავიწყეთ ამ თარიღის აღნიშვნა, მაგრამ შინაარსი არის მართლაც უმნიშვნელოვანესი. არჩილ ტატუნაშვილი ქართველი ჯარისკაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავდა ერაყში. 2008 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის ქმნიდა და ამყარებდა ძალიან მნიშვნელოვან რამეს – ურთიერთობას ქართულ და ოსურ, ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილ საზოგადოებებს შორის, რათა გაემთლიანებინა ჩვენი საზოგადოება. ის ამ საქმეს აკეთებდა არა როგორც სამხედრო, არამედ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. სწორედ ამ საქმის გამო იქნა ის იდენტიფიცირებული და წამებით მოკლული. ეს ვითარება აღწერს ჩვენს მდგომარეობას რეალურად, არა 100 წლის, არამედ ბოლო 200 წლის განმავლობაში, იმ ბრძოლას აღწერს, რომელიც ჩვენ მოგებულიც გვაქვს და ამ ბრძოლაში მომავალი გამარჯვებებიც გველის. რადგან ქართული სახელმწიფო, რომლის შვილებიც ასე გმირულად ემსახურებიან სამშობლოს, დაუმარცხებელია. ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, ჩვენ რეალურად მოგებული გვაქვს, რადგან ბრძოლის მთავარი აქცენტი გადის რწმენაზე, რომ გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, ეროვნული და პროგრესული. ამ რწმენას ვერ შეცვლის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავლებული მავთულხლართები, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობები… ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ვაშენებთ. სწორედ ამ აფონზე აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეს და შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო ყველაზე სწორი გზა, რადგან მათ ზუსტად დაინახეს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის წინაპირობაა.
“პირველმა რესპუბლიკამ შექმნა პირველი კონსტიტუცია, ეს დახვეწილი, დემოკრატიული, ევროპული, უმაღლესი სტანდარტით შექმნილი დოკუმენტი. დამოუკიდებლობა პირველი ეტაპია. თავისუფლება კი გაცილებით მაღალი ხარისხის ფენომენია, როდესაც დამოუკიდებლობამიღწეულ ერს გააზრებული აქვს თავისი მისია. ამ გააზრებას უნდა თან ახლდეს ქმნადობისა და განხორციელების უნარი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები