საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ორმხრივი შეხვედრისას განიხილეს იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს.

“რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლის სურვილი. ესტონეთი ნამდვილად დიდი წარმატების მაგალითია – ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას.  ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე. 2014 წელს ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს დღეს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულადი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პატრიარქს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ესტონური დელეგაცია საქართველოს 2 ნოემბერს დატოვებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები