საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

მან მნიშვნელოვან გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მნიშვნელოვანია.
პრემიერის თქმით, უნდა დაინერგოს სადაზღვეო პროგრამები, რათა სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.
„ცალკე მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ. კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაზღვიოთ ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროგრამების განხორციელება. განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფების ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა მდინარისა და ხევის გასუფთავებას, 4 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟს, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სადაზღვეო პროგრამების დანერგვაც, რათა სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი შევამციროთ მინიმუმამდე“, – განაცხადა ბახტაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები