საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს, რუმინელების დამარცხების შემდეგ, ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს, რუმინელების დამარცხების შემდეგ, ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს, რუმინელების დამარცხების შემდეგ, ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

გარდა აღნიშნული თასის მოპოვებისა, ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრები ერთი ტურით ადრე გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი და რუმინელი მორაგბეების დაპირისპირება ანგარიშით 28-17 დასრულდა. ქართველებმა პირველი საჯარიმო ლელო მე-9 წუთზე მიითვალეს. თამაშის მე-18 წუთზე, თედო აბჟანდაძის ჯარიმამ საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ანგარიში 10-0 გახდა. რამდენიმე წუთში, რუმინეთის ლელომ და ზუსტმა გარდასახვამ ახალი ანგარიში, 10-7 დააფიქსირა. შეხვედრის პირველი ნახევრის დასასრულს გვიანი ბოჭვისთვის გაიცა სანქცია, აბჟანდაძემ შანსი არ გაუშვა და პირველი ნახევარი ანგარიშით 13-7 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ეფექტური აღმოჩნდა ქართველების შეტევა თამაშის 49-ე წუთზე და ბექა გიგაშვილის ლელომ ბორჯღალოსნებს 5 ქულა მოუტანა. შედეგად, გარდასახვის გათვალისწინებით, ანგარიში 20-10 გახდა. 10-ქულიანი უპირატესობა 59-ე წუთზე, რუმინელების ლელოს შემდეგ, 3 ქულამდე შემცირდა და ანგარიში 20:17 გახდა. 63-ე წუთზე ვითარება კვლავ დაიძაბა, ბორჯღალოსნებს ჯარიმის უპირატესობა მიეცათ, თუმცა საბოლოოდ, ეს ანგარიშზე ვერ აისახა. შთამბეჭდავი იყო აკა ტაბუცაძის ლელო 68-ე წუთზე, რომელმაც დაძაბულ ვითარებაში, არაერთი რუმინელი მეტოქე მოიტოვა უკან და ბურთის დამიწება შეძლო. შედეგად, ბორჯღალოსნების უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა და ანგარიში 25-17 გახდა. შეხვედრის ბოლო წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა იმარჯვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 28-17 დაფიქსირდა.

შეხვედრას, კოვიდრეგულაციების დაცვით, მაყურებელიც დაესწრო.

მაყურებელს თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობდა.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები