საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მცხეთიდან, ხოლო პატრიარქს – აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მცხეთიდან, ხოლო პატრიარქს – აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა. პრემიერი სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
„მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია. დღეს 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში, 1977 წლის 25 დეკემბერს ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მისი პატრიარქობის მე-40 სვეტიცხოვლობა. მინდა, პირველ რიგში, უწმინდესს ვუსურვო დღეგრძელობა და საქართველოს – ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი და მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და კიდევ უკეთესი მომავალი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნესგარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა, ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც საკითხის გადაწყვეტის გზის დანერგვა“
