საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თუშეთის 24 სოფელსა და ოთხ ხეობაში სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თუშეთის 24 სოფელსა და ოთხ ხეობაში სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 13სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
“სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომისთვის, ასევე იმისთვის, რათა ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა, ტურიზმის კუთხით, შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, წელსაც, გასული წლის მსგავსად თუშეთში ყოველკვირეული რეისები დაინიშნება და იქ მოხვედრა ვერტმფრენით იქნება შესაძლებელი.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობის აღწერა, გაერო-ს ეგიდით, 10 -წლიანი პერიოდულობით მიმდინარეობს.

„Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბიან ცდებში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა“
