საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს.
არსებული ინფორმაციით, პრემიერის განცხადება მის შესაძლო გადადგომას უკავშირდება.
მამუკა ბახტაძის მიმართვის ზუსტი დრო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.
დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე მმართველი გუნდის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტეს, ვის შეეხება ცვლილება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იყო მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაგრძელდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები