საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს.
აღნიშნული შეხვედრის თემაზე საუბრისას, დღეს, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები – ტერეზა მეი და გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებენ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
„ჩვენ გვაქვს ურთიერთობის ორმხრივი ჩარჩო – უორდროპის სტრატეგიული დიალოგი, რომელიც გაგრძელდება. ჩემი პროგნოზია, რომ ის გახდება უფრო აქტიური ბრიტანეთის მხრიდან, ამიტომ ზუსტად საქართველოსნაირ ადგილებში, ჩვენ გვსურს დემონსტრირება, რომ არ ვტოვებთ სცენას და კვლავ ჩართულები ვართ. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ელჩმა.
მსგავსი სიახლეები

„ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა 100%-ით უჭერს მხარს ამ ინიციატივას“-მამუკა ბახტაძე

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, დღეს კონსტრუქციული ოპოზიცია ქვეყანაში არ არის.
პრემიერი-საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების ჩართულობის საკითხი გაცილებით მეტ ყურადღებას საჭიროებს და რაღაც მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით
