საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-მოლდოვას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს, გამოითქვა ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მზადყოფნა.
საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმატებში განსახილველ საკითხებზე ქვეყნებს შორის სრული თანხვედრა არსებობს. საუბარი მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც შეეხო, აღინიშნა, ის პოზიტიური ფაქტორები, რაც ვიზა-ლიბერალიზაციამ ორ ქვეყნას მოუტანა.
გიორგი კვირიკაშვილმა და პაველ ფილიპმა საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.
საუბრის დასასრულს, პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
მსგავსი სიახლეები
არჩილ თალაკვაძე-საკანონმდებლო გარემო, საგადასახადო სისტემები, მმართველობა და სიანვესტიციო პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთხელ მაინც რომ გამოეხატათ სინანული იმ საშინელებისთვის, საზოგადოება რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა

მოხარულები ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა. დღეს ჩვენ მრავალ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის თემებს – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
