საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს”, – წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში “საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების საჯარო განხილვა გაიმართა.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნესგარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა, ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც საკითხის გადაწყვეტის გზის დანერგვა“

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად, მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე
