საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს, სადაც სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონელს აწარმოებდნენ. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა,  რომ ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფმა მოაწყო საწარმოები, სადაც სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით ამზადებდნენ სარეცხ საშუალებებს.

ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ტექნიკური მოწყობილობები, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2000 ერთეულამდე სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები