საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. ფინანსური პოლიცია ბრალდებულს თურქეთიდან საქართველოში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანას ედავება.

უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში განთავსებული სამალავის გამოყენებით, 165 500 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის კანონდარღვევით გადატანა ან გადმოტანა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები