საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით ისაუბრა.

,,როდესაც ჩვენ ყველა ერთიანად ვთანხმდებით, რომ კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები, ამას, რა თქმა უნდა, უკან აქვს მაკროეკონომიკური გათვლა. პირობით ერთეულში რომ ავიღოთ, მიმდინარე ხარჯების შემცირება ჩვენს ეკონომიკას თუ აკლებს ერთ პირობით ერთეულს, იმავე რაოდენობის კაპიტალურ დანახარჯებში ხარჯვა ორი ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ვამბობთ პირდაპირი გადასახადების შემცირებას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდას, სწორედ ასევეა – პირდაპირი გადასახადების შემცირება 6 ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდა ერთი ერთეულით ამცირებს ჩვენს ეკონომიკას‘’ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია დეკომპოზიცია, თუ როგორია მთლიანად ფისკალური რეფორმა, რომელიც განვახორციელდა ქვეყანაში.

,,ჩვენ ამოგლეჯილად არ ვიხილავთ ამ ფისკალურ რეფორმას – ვამბობთ, რომ შევამცირეთ პირდაპირი გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირობით ერთეულებში მე ეს აღვწერე კიდეც. გავზარდეთ არაპირდაპირი გადასახადები, შევამცირეთ მიმდინარე დანახარჯები და გავზარდეთ კაპიტალური დანახარჯები. კუმულატიურად, ეს პოზიტიურად აისახება მთლიანობაში ჩვენს ეკონომიკაზე, რაც რა თქმა უნდა, მოხდა კიდეც‘’- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შემოსული ჰიბრიდული ავტომობილების წილი ბოლო ერთ წელში მკვეთრად გაიზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ეკონომიკაზე აქციზის ზრდის ეფექტზე და აღნიშნა, რომ აქციზს, ზოგადად, აქვს მარეგულირებელი გავლენა ეკონომიკაზე.

ამის მაგალითად პირველმა ვიცე-პრემიერმა თამბაქოზე აქციზის ზრდა მოიყვანა. კერძოდ, მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს აქციზი გაიზარდა, საქართველოში თამბაქოს მოხმარება დაახლოებით 14-15%-ით შემცირდა.

„რაც შეეხება ავტომანქანებს: იმის გამო, რომ ჩვენ აქციზის სტრუქტურა შევცვალეთ, პრაქტიკულად, აღვიდგინეთ აზერბაიჯანის ბაზარი, ვინაიდან ჩვენმა ტრეიდერებმა ახალი ავტომობილების შემოყვანა დაიწყეს – თუ 2016 წლის მე-6-მე-10 თვეებში განხორციელებული იყო 75 მილიონის რეექსპორტი, 2017 წელს ეს თანხა 106 მილიონამდე ავიდა“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხდება ავტოპარკის განახლება ჩვენი ქვეყნის შიგნითაც, კერძოდ: თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში, როცა კანონი ამუშავდა, 0-დან 9 წლამდე ავტომობილები იყო შემოსული მანქანების მხოლოდ 30%, 2017 წლის იგივე პერიოდში ამ ასაკის ავტომობილებმა მთლიანად შემოსული ავტოპარკის 77% შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასეთივე პოზიტიური სურათია ქვეყანაში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილების სტატისტიკაშიც – თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში მათი წილი მთლიანი ავტოპარკის 7% იყო, 2017 წელს ეს რიცხვი 35%-მდე გაიზარდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები