საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქვეკომიტეტმა დღეს ერთხმად მიიღო.

როგორც ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა აღნიშნა, ქვეკომიტეტის მთავარი ამოცანა ევროპის ქვეყნების კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, მათი დაცვა და შენარჩუნებაა.

„საქართველოს მრავალფეროვანი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა ნამდვილად თავის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობების გვერდით, და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო უნდა გავხადოთ. ამ ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობა კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის, დიდ საერთაშორისო ფორმატებში მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და გავხადოთ საქართველო მეტად აქტიური ევროპის კულტურული ღონისძიებებისთვის მასპინძლობისთვის”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები