საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ყველას მოუწოდებს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
“ეს იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი და ჩემი თხოვნა იქნება, რომ პოლიტიკური სარჩული მოაშორონ ამ საქმეს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, რა მოხდა რეალურად. სამწუხაროა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი კრიმინალური ფაქტი გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენ ვიყავით ძალა, რომელსაც ამ ფაქტის გამოყენება შეგვეძლო პოლიტიკური სპეკულირებისთვის, თუმცა, ჩვენ ასე არ გავაკეთეთ და იგივეს მოვუწოდებთ ყველას. ეს იყო კრიმინალური შემთხვევა, რომელიც უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სამსახურებმა და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს” – განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ადა მარშანია-“ჩვენი მესამე შეხვედრა რუსეთში არ არის ბატონ პუტინთან, ეს ჯერ ნაადრევია, არც არის ჯერ აუცილებელი. ეს შეიძლება შორიახლო მომავალში”

ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში-მიხეილ ჯანელიძე

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
