საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, 27-30 მარტს, სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მაია გოიკოვიჩს შეხვდება.
საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც, პარლამენტის წევრებთან ერთად, მასპინძელი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სერბეთის პრემიერმინისტრთან, ანა ბრნაბიჩთან; სერბეთის პატრიარქთან, ირინეისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვაკა დაჩიჩთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, სერბეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმისა და საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრება.
ირაკლი კობახიძე დაათვალიერებს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენასაც, რომელიც სერბეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში იქნება წარმოდგენილი.
დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები