საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-მ მიიღო.
ირაკლი კობახიძემ და კარლ გუსტავ XVI-მ საქართველოსა და შვედეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. შვედეთის მეფის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და შვედეთის მონარქმა ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდის ოლქში უბნების შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვს
