საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ტყუილში ადანაშაულებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ტყუილში ადანაშაულებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ტყუილში ადანაშაულებს. კობახიძე ამბობს რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტს არ შეურჩევია.

“გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არასწორია და მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი.

„როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი მან შეარჩია, ის ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არასწორია. მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი – როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-თაა წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, მარტივად პრეზიდენტს ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან არასწორია.
„პრეზიდენტმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მან კომენტარებიც კონსტიტუციის შესაბამისად გააკეთოს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არასწორია, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში იტყუება. მას არავინ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება მარტივად აისახა გადაწყვეტილებაში, რომელიც მარგველაშვილს ფორმალურად უნდა მიეღო“, – აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები