საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ილიაობას ულოცავს.

„დღეს ილიაობაა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს.
თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს. დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის. თქვენ სიცოცხლე სამშობლოს მიუძღვენით და თქვენს მტკიცე გვერდში დგომასა და მამობრივ მზრუნველობას ყოველთვის გრძნობდა ქართველი ერი. სწორედ უფლის ნება იყო, რომ 40 წლის წინ, საქართველოს ეკლესიას ჩაუდექით სათავეში, საქართველო კი ჭეშმარიტად იღბლიანი ქვეყანაა, რომ ერის სულიერი მამა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე გახდა.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები