საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ მიასნიკოვიჩს შეხვდება, რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბელორუსიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან, პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან, ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარესთან, პაველ კალაურთან.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე შეხვდება ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ბეგაძე, კობა კობალაძე, ლაშა დამენია, ალექსანდრე ქანთარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები