საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტს, ფაიზალ ალ ფაიეზს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ყურადღება ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ფაიზალ ალ ფაიეზმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას საერთო ინტერესები აქვს, მათ შორის – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება.

„არის რამდენიმე საკითხი, სადაც ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ეს, პირველ რიგში, არის ტურიზმი, ეს არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ ახლო აღმოსავლეთი არც ევროპის ნაწილია და არც აზიის და ფაქტობრივად,  ამ რეგიონთან მოგვიწევს ახალი ეკონომიკური ურთიერთობის აწყობა. დღეს მდგომარეობით, დაბალია სავაჭრო ურთიერთობების დონე, საკმაოდ მცირეა ინვესტიციების რაოდენობა. ამ დროს, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი ახლო აღმოსავლეთი გახლავთ. ამიტომ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებშია, ააწყოს მრავალი საუკუნის წინანდელი ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთის და არაბულ სახელმწიფოებთან და ამით მიიღოს სარგებელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, სენატის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება, ასევე,  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა.

„სენატის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო და უშუალო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მრავალ საკითხზე, მათ შორის, გამოვყოფდი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას, ასევე, სხვა საკითხებს. ჩვენ გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკასთან დაკავშირებული მიდგომები. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ საკმაოდ საინტერესო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და დღევანდელი საუბარი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეხებოდა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკაში – გრიგორ ტაბატაძე ესწრებოდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები