საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს. როგორც მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, საქართველო ამაყია, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე მისი დროშით ასპარეზობენ.
„ჩვენმა ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს და ძიუდოს სამყაროში უკვე მოპოვებული ღირსეული ადგილი უფრო გაიმყარეს! ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლით გაგვახარა! ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას! მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლისთვის პირადად მათ, ასევე, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენთვის ამ სიხარულის მონიჭებაში წვლილი შეიტანა.
დღეს, ამაყია საქართველო, რომ მისი დროშით თქვენ ასპარეზობთ!“– წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
​ცნობისათვის, საქართველომ ტოკიოში გამართული ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები