საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მომხრეა, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტია გამოცხადდეს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მომხრეა, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტია გამოცხადდეს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მომხრეა, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტია გამოცხადდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან მესამე სექტორის მოთხოვნის პასუხად განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმამდე, ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას დაუჭირონ მხარი.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას ეთანხმება:

“არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას ვეთანხმები, რომ თუ ეს პროცესი ძალიან გაიწელება და უკვე მეორე წელია იწელება, ამნისტია განხორციელდეს იმ მსჯავრდებულებისთვის, ვის მიმართაც მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის არის სასამართლოს გადაწყვეტილება დამდგარი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გასაღებასა და გაყიდვასთან მიმართებაში. პირიქით, ამ მიმართულებით სასჯელი უნდა გამკაცრდეს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები