საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ეერიკ-ნიილეს კროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ეერიკ-ნიილეს კროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ესტონელ კოლეგებს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ეერიკ-ნიილეს კროსს და წევრებს შეხვდნენ. ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ტალინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კახაბერ კუჭავას, ირაკლი ბერაიას, ოთარ კახიძის და დიმიტრი ცქიტიშვილის შემადგენლობით იმყოფება.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები მიმოიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია საპარლამენტო კავშირების კიდევ უფრო გაღმავება და გააქტიურება. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.

„ძალიან სასიამოვნოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის დადასტურების კიდევ ერთხელ მოსმენა. ესტონეთმა, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ბევრი გააკეთა საქართველოსთვის და მაქსიმალურად ხელს გვიწყობს ევროკავშირთან დასაახლოებლად დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მათი საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები