საქართველოს პარლამენტი სუამ-ის რიგით მეათე საიუბილეო სესიას თავმჯდომარის როლში მასპინძლობს.

საქართველოს პარლამენტი სუამ-ის რიგით მეათე საიუბილეო სესიას თავმჯდომარის როლში მასპინძლობს.

საქართველოს პარლამენტი სუამ-ის რიგით მეათე საიუბილეო სესიას თავმჯდომარის როლში მასპინძლობს. ამ წუთებში მხარეები მისასალმებელ სიტყვებს წარმოთქვამენ. სესიას როგორც სუამ-ის, ისე ბალტიისპირეთის საპარლამენტო ასამბლეის სრული შემადგენლობა და ასევე ბენილუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ესწრებიან.

წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერება საერთო კომუნიკეს. ქვეყნების წარმომადგენლები სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ტრანსსასაზღვრო უსაფრთხოებასა და მდგრადი განვითარებაზე.

გუშინ საქართველოს პარლამენტში სუამის საპარალმენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები