საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. ლიტველ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
 დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და საულიუს სკვერნელისი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
 ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები