საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმდინარე წლის 7 მაისის ბრძანებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია სისტემური, ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, რის შედეგადაც მიღებულ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა.
რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს, ამავე სამსახურს ევალება ბრძანების მთავრობის ადმინისტრაციის თითოეული მოხელისთვის გაცნობა.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება, ასევე მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები