საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს.

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს.

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს. უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ჩამოიყვანს. რეისს ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, რეისი ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებსაც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.
ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე 100 ევრო იქნება.
ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები