საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის
საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში.
“ეს დღე განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. მინდა, გაგაცნოთ ინიციატივა – ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, იქნება, შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისში, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატება.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, როგორც კი კონსტიტუციის ახალ დოკუმენტს ხელი მოეწერება, უმრავლესობა მაშინვე დაიწყებს ახალ ცვლილებებზე მუშაობას.
