საქართველოს მთავარი პროკურატურა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს.

ის თბილისის პროკურატურაში კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. იხ. ლევან ყიფიანის გამოკითხვა.

როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა დავალიანების გადაუხდელობის გამო საჭირო პროცედურების აღსრულების პროცესი, რათა კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო და ხალხი უმუშევარი არ დარჩენილიყო.

ლევან ყიფიანი ჩვენებაში ადასტურებს, რომ ზაფხულში ზაზა ოქუაშვილმა მას სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლის სანაცვლოდ, აუდიოჩანაწერების გაკეთებაში დახმარება სთხოვა. ამასთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელები ყიფიანის თქმით, “ომეგა ჯგუფის” წევრები იყვნენ.

რაც შეეხება ბანკიდან თანხის გატანას, ყიფიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ოქუაშვილმა მას უთხრა, რომ ფულს ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა და ყიფიანს სთხოვა, ამ კომპანიის ხელმძღვანელებს ფულის სწრაფად განაღდებაში დახმარებოდა.

ყიფიანსა და ოთარ ფარცხალაძის ჩუბის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყიფიანი ჩვენებაში “აბსურდს” უწოდებს: “ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან”, – ამბობს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია ნატო ჩხეიძის მიერ მოსამართლის თანდასწრებით გაკეთებულ ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც ჩხეიძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს ,,ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდ ,,პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

“მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს ,,ოლიმპუსის’’ დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც  ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ  ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს  სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 07.04.2014 წელს გაიცა  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. იხ. წერილი – შსს მომსახურების სააგენტო

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე”, – წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

პირველი ჩანაწერი ერთი თვის წინ „იბერიას” ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია”. არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან, შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად, ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

„იბერიისა” და „ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

3 ოქტომბერს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად, ჩაწერა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ. ანალოგიური აღმოჩნდა ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები