საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულია

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ქართველი „ბორჯღალოსნები“ რუმინელ მორაგბეებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 25:16 დაამარცხეს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.

ქართველები, „რაგბი ევროპის“ ტიტულთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი დასახელდა.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები