საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამჟამად მკვლელობის ბრალდებით თურქეთში, საპატიმროშია მოთავსებული, სტამბოლში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები შეხვდებიან.

როგორც „კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია სტამბოლში, საქართველოს საკონსულოში, საპატიმროდან შევიდა.
„სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულში დაკავებული ქართველის შესახებ, ინფორმაცია საპატიმროდან შევიდა. თავად დაკავებულს საკონსულოს წარმომადგენელებთან შეხვედრა ჯერ არ უთხოვია, თუმცა საკონსულოს წარმომადგენელები მასთან შეხვედრას აპირებენ და მას უახლოეს მომავალში შეხვდებიან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი ედება მკვლელობაში. მათივე ინფორმაციით, ერთი ქართველი დაკავებულია, ხოლო მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული.
საქართველოს მოქალაქის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გამოცემა Hurriyet-მ გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, ძმები გ. და გ. წ-ები, თურქეთის მოქალაქემ ორჰან ჩელიქმა, სამუშაოდ ორი თვის წინ აიყვანა. ორჰან ჩელიქის სახლი სამუშაო ადგილის ზედა სართულზე მდებარეობდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, გასულ შაბათს ძმებმა ორჰან ჩელიქს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და მისი წამება დაიწყეს.
წამების შედეგად ორჰან ჩელიქი გარდაიცვალა. მომხდარს ორჰან ჩელიქის მეუღლე შეესწრო, რომელიც ქართველების მხრიდან ასევე გახდა წამებისა და ძალადობის ობიექტი.
დანაშაულის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ჩელიქის შვილი, რომელმაც მეზობლებს უხმო დახმარებისთვის. შედეგად, ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ გამოძახებულნი. მათ გ. წ. დააკავეს, ხოლო მეორე ძმამ გაქცევა მოახერხა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები