საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისი დღეს ბარსელონადან შესრულდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.
თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება. ფრენას, ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.
საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინს“-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 17 ივლისს რომის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.
მსგავსი სიახლეები

ზაზა, მოშორდი მაგ ნაძირლებს.მოგვეცი საშუალება შემოგიერთდეთ სამართლის პოვნაში, რაც ჩვენ დიდი ხანია ვერ ვიპოვეთ-ჯამბულ გამცემლიძე
