საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, თბილისში დაბრუნდნენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, თბილისში დაბრუნდნენ

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ჩამოსვლას ფრენების აკრძალვის გამო ვერ ახერხებდნენ, თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, საქართველოში მათი ტრანსპორტირება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უზრუნველყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში „ფლაი დუბაის“ (Fly Dubai) რეისით ჩამოფრიდნენ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ თბილისის საერთაშორისო სპეციალური შემოწმება უტარდებათ.

ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე დახვდა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები