საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვა დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვა დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს.

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გამოსცა.

აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება:

წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული;

კანფეტების, შოკოლადების, საღეჭი რეზინის, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

მაიონეზით შეზავებული პროდუქცია;

სოკო;

დაკონსერვებული პროდუქტები;

კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;

ბრძანების მიხედვით, სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტის გაყიდვა:

წყალი;

ხილის წვენი;

ხილის კომპოტი;

კისელი;

ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი);

ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით);

ჩაი;

კაკაო;

ხილი და ბოსტნეული;

ჯანსაღი საკვები ყიველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს სკოლებში, დირექციასთან ერთად, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო ჩაატარებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები