საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ განცხადება გააკეთა

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ განცხადება გააკეთა

ენერგეტიკული სექტორის საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ენერგეტიკული გარემო გახადოს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ხელი შეუწყოს სექტორში საჭირო კაპიტალის მოზიდვას. ენერგეტიკული რეფორმის შედეგად, ბაზრის ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება და ქვეყანაში მოხდება ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება. ამ მიზნით აუცილებელია, რომ ფასწარმოქმნის მექანიზმი დაფუძნებული იყოს გამჭირვალე, სამართლიან და საბაზრო პრინციპებზე, – ნათქვამია საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის განცხადებაში, რომელშიც შეფასებულია საქართველოში ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მნიშვნელობა და მიმდინარეობა.

განცხადების თანახმად, ორგანიზებული ბაზრების სატესტო რეჟიმში ოპერირება კომპანიებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში შეისწავლონ თავიანთი შესაძლებლობები ახალი ბაზრის პირობებში და საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე სწორედ განსაზღვრონ ოპერირებისთვის აუცილებელი რესურსები.

„ამასთან, ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ახალ გარემოსთან ადაპტირება მოხდეს სრულიად ჩამოყალიბებული და გააზრებული რეგულაციების პირობებში. ამდენად რეფორმის ეტაპობრივი დანერგვა მხოლოდ წაადგება დარგის განვითარებას“, – ნათქვამია საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის განცხადებაში.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები