საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი, 26 ოქტომბრის კურსით, ლარი ევროსთან ისტორიულად გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი, 26 ოქტომბრის კურსით, ლარი ევროსთან ისტორიულად გაუფასურდა. დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, €1 ღირებულება ₾2,9813 იქნება.
25 ოქტომბერთან შედარებით, ლარი დღეს 1,78 თეთრით არის გაუფასურებული.
მანამდე ყველაზე მაღალი კურსი ისევ წელს, სექტემბერში დაფიქსირდა.საქართველოს ეროვნული ბანკის 21 სექტემბრის კურსით, €1 ღირებულება ₾2,9746 იყო.
26 ოქტომბრისთვის ლარი ამერიკულ დოლართანაც, 1,11 თეთრით გაუფასურდა, თუმცა ისტორიულ ნიშნულამდე არ მისულა. დღეს $1-ის ღირებულება ₾2,5317-ია.
საქართველოში ორი ყველაზე დიდი კომერციული ბანკში ლარის მიმართ გაცვლითი კურსი ევროსთან და დოლართან შემდეგნაირია: თიბისი ბანკშიერთი დოლარის გაყიდვა 2,508 ლარადაა შესაძლებელი, ყიდვა კი – 2,568 ლარად; საქართველოს ბანკში – გაყიდვა – 2,498 ლარად, ყიდვა კი – 2,578 ლარად. რაც შეეხება ევროს, თიბისი ბანკში ერთი ევროს გაყიდვა 2,929 ლარად შეიძლება, ყიდვა – 3,079 ლარად; საქართველოს ბანკში კი – გაყიდვა – 2,948 ლარად, ყიდვა 3,048 ლარად.
მსგავსი სიახლეები

„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა”-ივანე მაჭავარიანი

დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან.

საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გააიაფებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
