საქართველოს ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია, რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.
ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1-ელ აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი, ასევე, გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები