“საქართველოს ეროვნული ბანკი” ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

“საქართველოს ეროვნული ბანკი” ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

“საქართველოს ეროვნული ბანკი” ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„კვირა“ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია.
„თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებული არიან, დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნული ბანკი მისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები