„საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით“-თალაკვაძე

„საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით“-თალაკვაძე

„საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე და აღნიშნული ხელშეკრულების განახლება ორ წელიწადში ერთხელ ხდება.
„მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად ამ ხელშეკრულების განახლების შემდგომაც. ეს არის ძალიან მნიშვნელვანი რომ საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული მოწოდება, აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ხელშეკრულება ამის თაობაზე და ამავე დროს რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდების თვალსაზრისით აქვს ასევე ხელშეკრულება, სადაც ჩვენს ქვეყანას, ბიუჯეტს აქვს კონკრეტული შემოსავალი და წელს ჩვენ მივუღეთ გაუმჯობესებული პირობები. ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დასრულების შედეგად, საქართველოსთვის კომერციული პირობები გაუმჯობესდა. კონკრეტულად კი, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ფასი გაიზარდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო წარმომადგენელი დაინტერესდება რუსული გაზით მათთვის ფასი შემცირებულია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები