„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას“ ევროკავშირი 9,9 მლნ ევროთი დააფინანსებს.

„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას“ ევროკავშირი 9,9 მლნ ევროთი დააფინანსებს.

„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას“ ევროკავშირი 9,9 მლნ ევროთი დააფინანსებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის  ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება.

„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები